|
2021-08-19 12:27:41, 1169 ნახვა
სამართალი
იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხამის, კორბოულის, ღოდორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერეთისასა და გეზრულის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ჩორდის მიმდებარე ტყეებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 9 ერთეული წიფლის, 2 ერთეული რცხილის, 3 ერთეული თხმელის (მურყანი), 3 ერთეული მუხისა და 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე. ათივე ფაქტზე დაიწყო საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)