12:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 10:02:41, 1401 ნახვა

მსოფლიო
მედიის ცნობით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში, „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც 16 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, - ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქსი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა ცხედრებიც კურილიის ტბის ფსკერზეა, 8 ადამიანი კი გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომპანია „ვიტიაზ-აეროს“ კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა დღეს, გამთენიისას განიცადა. ზედამხედველობის სამსახურიდან წყარომ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics