20:23 - 30 Oct, 2026
|
2021-08-10 11:48:40, 1746 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - 54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას, გადადგეს მთავრობა!
54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას, უნდა გადადგეს მთავრობა!- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე კორონავირუსის გასული დღე-ღამის სტატისტიკას. ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე დარდობს. „54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას. უნდა გადადგეს ეს მთავრობა. წარმოუდგენელია ასე კლავდნენ ადამიანებს და არაფერს აკეთებდნენ. საკუთარი ძალაუფლება ადარდებთ მხოლოდ. გადადგეს ღარიბაშვილის მთავრობა!“, - წერს დეკანოიძე. ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)