|
2021-08-07 11:25:26, 2360 ნახვა
სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარმა სერჟანტმა მეთიუს მარკსმა მიულოცეს. უწყების ინფორმაციით, მათ სიტყვით გამოსვლისას კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატება უსურვეს. „საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის დახურვის ცერემონიალს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე ამერიკელი გენერალი კურსის საჩვენებელ სწავლებას გაეცნო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე მომზადების, დაბრკოლებების გადალახვის, პირველადი დახმარებისა და სხვა სახის სავარჯიშოები შეასრულეს. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 51 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს. პირველი დრონის ლიდერების კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 21 დღის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარჩვევების გამომუშავებას მოიცავდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)