10:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 11:20:35, 753 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტაში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.  - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ უწყებიდან აცნობეს.


უწყების ცნობით, მოქალაქეს, ქალაქ ახმეტაში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 23 ერთეული მერქანი (მორი), 7,34 კუბური მეტრი ფიცარი, 3 კუბური მეტრი შავად ნამზადი დეტალი და 7 კუბური მეტრი მერქანი (კოტრი). 


,,ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.     
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.’’- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics