|
2021-07-28 16:53:38, 1725 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2021-ის წვრთნა აქტიურ ფაზაში შევიდა
Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. ,,ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება’’. - ნათქვამია ინფორმაიცაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)