|
2021-07-22 15:38:41, 1572 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი: დაწყებულია ბევრი პროექტი, რომელმაც ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების კუთხით, არსებითი როლი უნდა შეასრულოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე საუბრისას ყურადღება ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციის მომარაგების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი, რისი მაგალითიც არის სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ „დელტას“ ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატოს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში 40-მდე, „დელტას“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა მიიღო.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)