|
2021-07-22 15:33:59, 1289 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს
"ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას. მისი განმარტებით, თანამედროვე მიდგომები გულისხმობს ცენტრალიზებულ დაგეგმვასა და დეცენტრალიზებულ აღსრულებას, ამოცანით მართვას, მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკას, ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზებას. თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმას ასახავს დოკუმენტი - „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“. ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო (კონტრ-მობილურობა) შესაძლებლობები - ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელთა გაძლიერებაც შემდგომი 10 წლის განმავლობაში იგეგმება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ძირითადი და ზოგადი პრიორიტეტების მხარდაჭერა შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდება. დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გრძელვადიან პერიოდში განვითარებისთვის საჭირო რესურსებს. გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის საბრძოლო შესაძლებლობა და სტრუქტურა, რომლის შესყიდვა-შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. "ძირითადი აქცენტი კეთდება მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ უნარი არსებულ ოპერატიულ გარემოში აწარმოონ სრული სპექტრის ოპერაციები, ეფექტიანად მოახდინონ საფრთხეებზე რეაგირება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)