|
2021-07-19 17:18:34, 1532 ნახვა
სამხედრო
უკრაინელი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან. უკრაინელი სამხედროები საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ და მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში გაემზავრნენ, სადაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან. სარეაბილიტაციო კურსი მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე" 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროების მომდევნო ჯგუფს საქართველოში სექტემბერში ელოდებიან. 2015 წლიდან დღემდე რეაბილიტაცია წეროვანში 237 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)