11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 10:33:30, 950 ნახვა

სამართალი
უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა.

„იძულებული გახდა ქართული მხარე სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინათ, რაც არის ლუსტრაცია და მაჩვენებელი იმისა, რომ ეს ხალხი უკანონოდ იჯდა ციხეში ამდენი თვის მანძილზე. მათი განცხადების გარეშე მოხდა შეწყალება, ისინი უარს ამბობდნენ შეწყალებაზე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics