|
2021-07-13 01:35:32, 893 ნახვა
სამართალი
პირველი არხის წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა. აბსანძე ბოლო ორი დღეა აქციებში მონაწილეობს, სადაც 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ პრემიერმინისტრტმა ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)