|
2021-07-06 11:17:42, 1197 ნახვა
სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფრმაციით, დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება. თითოეული ფრაქციისთვის, პოლიტიკურ ჯგუფისთვის და პარლამენტის უფრაქციო წევრებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო განისაზღვრა პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად, თითოეული კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" გამოყოფილი აქვს 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" – 15 წუთი, ფრაქციას - „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი" – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები"- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი. გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)