09:08 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:21:44, 1594 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

უწყების ცნობით, „ისარი 2021“ - ის სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ.

„აღნიშნული სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედროებმა ჩასაფრების, რეიდისა და შენობის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. სწავლება ექვსი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით იყო დატვირთული. საველე პირობებში სწავლების განმავლობაში სამხედროებმა წყალსაცავზე წყლის დაბრკოლების გადალახვის, შტაბის მართვის პუნქტის გაშლის და ამოქმედების, ტაქტიკური სამედიცინო მომზადებისა და თვითგადარჩენის უნარების დახვეწა შეძლეს.

სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მართვის პროცედურების და საბრძოლო ბრძანებების შემუშავებასა და გაცემაში უნარ-ჩვევების დახვეწას, გეოსივრცითი დაზვერვის მასალების გამოყენებას, რეკოგნოსცირების ოპერაციების დაგეგმვას და ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით, მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საჩვენებელი სწავლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
FT: პუტინს არ სურს ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დადება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics