|
2021-06-30 12:35:17, 2288 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 4 ივლისამდე აქვთ. რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს ლიცეუმში და საბუთების მიმღებ კომისიას წარუდგინოს ვებ-გვერდზე (https://bit.ly/3gMVMcs) მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი. მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად რეგისტრაცია, გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. მოსწავლემ ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებაში დაწესებული ჯამური მაქსიმალური ქულის 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ბარიერგადალახულ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭება რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეს. ლიცეუმში შექმნილია მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისია, რომელსაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი მაიორი მამუკა ოდიკაძე ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, კომისია ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა სიას 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)