|
2021-06-26 18:50:32, 528 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში“ გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ორგანიზებით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში“ გაიმართა. კონფერენციის მიზანია, საზღვაო სექტორში ტექნოლოგიური საშუალებების მნიშვნელობის განსაზღვრა, ინდუსტრიაში არსებული დასაქმების სისტემისა და ტექნოლოგიური გამოწვევების განხილვა. კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილეს: • საქართველოს ნავსადგურების გაციფროვნება • ვირტუალური რეალობა საზღვაო განათლებაში: წვრთნა და შეფასება • დღევანდელი გამოწვევები საზღვაო განათლების სფეროში • საზღვაო ინდუსტრიის მოწინავე ტექნოლოგიური ტენდენციები
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის წამომადგენლები, აკადემიის სტუდენტები, საზღვაო სფეროს სპეციალისტები და პარტნიორი უნივერსიტეტიდან მოწვეული დარგის ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით და გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით.
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)