|
2021-06-26 16:27:52, 809 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ მეზღვაურების და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ამ სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთშორისო დღეს. ჩვენი რეგიონისთვის თქვენს პროფესიას, თქვენს სიმამაცეს და თავდადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საზღვაო სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ძალიან მალე შევძლებთ, რომ საქართველოს ფლოტსაც ჰქონდეს შესაბამისი განვითარების ტენდენცია. ჩვენ გავაგრძელებთ მეზღვაურის და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლების სტანდარტების ამაღლება თუ საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართა საზეიმო მსვლელობა. საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პრეზიდენტის ღირსების ორდენი გადაეცათ. პატივი მიაგეს ზღვაში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას.
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)