|
2021-06-26 14:01:20, 579 ნახვა
სამართალი
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულ სასამართლოზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. მათ ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)