|
2021-06-26 13:46:15, 1450 ნახვა
სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა პროფესიული დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სერჟანტთა მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება. სიტყვით გამოსვლებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სერჟანტთა პროფესიული განათლების სისტემა აქვს. გამომსვლელებმა, ასევე ისაუბრეს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე, ვის სახელსაც ატარებს სერჟანტთა აკადემია. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სერჟანტები, ასევე სასწავლო კურსების ხელმძღვანელები მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“. დღესვე, სერჟანტთა აკადემიის კურსების - სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპის და სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპის პროგრამების გამოშვების ცერემონიალიც გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპი 43, ხოლო სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპი 53 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. 16-კვირიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს დაარსდა. საგანმანათლებლო ქვედანაყოფს 2013 წელს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, სერჟანტთა საფეხურებრივი განათლების სისტემის შესაბამისად, სასწავლო კურსებს ახორციელებს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)