|
2021-06-26 12:18:48, 477 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილები ახალ საცხოვრებელს თავადვე არჩევენ და სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. „ჩვენ შევხვდით დევნილ ოჯახებს, რომლებსაც უკვე საკუთარი სახლი და ეზო აქვთ. „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხაც გავზარდეთ და წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად მოინახულა. „სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფომ საცხოვრებელი უკვე შეუსყიდა 5142 დევნილ ოჯახს, მათ შორის 2144-ს სამეგრელოს რეგიონში.
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)