|
2021-06-25 12:52:39, 589 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტვირთში მავნე ორგანიზმები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი" და ,,ფოთის პორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. „ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა. იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა'', გამოვლინდა, შეეხება 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცს. ტვირთის ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის ზემო აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)