|
2021-06-25 12:10:36, 690 ნახვა
საზოგადოება
უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა
გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზააციის (UNESCO), ასევე, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების საკითხები ონალაინ კონფერენციაზე განიხილეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. „ქვეყნის მასშტაბით, უკვე დანერგილია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა; დაიწყო გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სასკოლო სივრცეში ინტეგრირების პროცესი. ადრეულ ასაკში გარემოსდაცვითი განათლების სწავლების შედეგი ამ მიმართულებით სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაა. დღეს, მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა კლიმატის ცვლილება და მასთან სოფლის მეურნეობის ადაპტაცია; სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მიერ, აქტიურად მიმდინარეობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო პროგრამის შემუშავება; ასევე, აქტიურად ტარდება სასწავლო კურსები, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ბიზნესის განვითარებას და შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას”, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა. საერთაშორისო კვირეული ევროპის ტრენინგების ფონდის (ETF) და UNESCO-ს მიერ EBRD-თან, ILO-თან და UNICEF-თან თანამშრომლობით ტარდება.
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)