|
2021-06-24 12:51:54, 599 ნახვა
საზოგადოება
სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსები გამოცხადდა
ბოლო წლებში ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა პოპულარული კონცეფცია გახდა. იგი გულისხმობს ბიზნესის არატრადიციული გზით კეთებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სოციალური საწარმოს თავდაპირველი მიზანია კონკრეტული სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. ბიზნეს საქმიანობა კი წარმოადგენს სოციალური შედეგებისა და გავლენის მიღწევის ერთგვარ დამხმარე ინსტრუმენტს. ის მიზნად ისახავს საზოგადოების ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა: შშმ პირთა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და სხვ. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც 2009 წლიდან დღემდე სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის და შესაბამისი ეკოსისტემის შექმნისთვის არაერთი პროექტი განახორციელა. ამჯერად CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ახალ პროექტს „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“. პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, ხელი შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას. პროექტის მიზნებია:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის გამოცხადდა საგრანტო კონკურსები მოქმედი და დამწყები (start-up) სოციალური საწარმოებისთვის.
წლების განმავლობაში CSRDG-მ სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დააფინანსა და მხარი დაუჭირა 40-მდე სოციალურ საწარმოს. ახალი პროექტის ფარგლებში კი CSRDG მხარს დაუჭერს ჯამში 10 ახალ და 6 მოქმედ სოციალურ საწარმოს. საკონსულტაციოდ გთხოვთ მიმართოთ სამუშაო საათებში ანა ილურიძეს - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერს ekaterine.iluridze@csrdg.ge პროექტის შესახებ: პროექტი 3 წლიანია და მას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)