|
2021-06-23 16:45:57, 716 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს“ მასპინძლობს
თბილისს ესტონელი, ლიეტუველი და ლატვიელი ე.წ. „ანგელოზი ინვესტორები“ ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. „ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამასთანავე ძალიან ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც ადგილობრივ მეწარმეებს გაუზიარებენ სტუმრები. მინდა აღვნიშნო, რომ Emerging Europe-მა ეკონომიკური პოტენციალის კატეგორიაში თბილისი პირველ ადგილზე დაასახელა. ამასთანავე, FDI Intelligence-ის „მომავლის ევროპის ქალაქების“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა. ამგვარი აღიარება და მაღალი შეფასებები საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს სთავაზობს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს; ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილ რეგულაციებს, პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს და რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის მოტივირებულ ადგილობრივ ხელისუფლებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მერის მოადგილის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტარტაპების რაოდენობა, რაც სექტორის პოტენციალზე მეტყველებს. „მიგვაჩნია, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის განვლილი გზა წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის და ახალი შესაძლებლობის შეთავაზებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „ანგელოზ ინვესტორთა“ ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ე.წ. „pitch day“-ს. ღონისძიებაზე განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „pitch day“, (მოკლე პრეზენტაციების წარდგენა) რომელიც 24 ივნისს ჩატარდება. ღონისძიებაზე წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე ფინანსების მოზიდვის მიზნით. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელის, AXEL-ის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი ბიზნესი“.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)