|
2021-06-23 15:50:56, 1214 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ფულის გათეთრების დანაშაულს ვერ ხედავს
მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა ბრალის ადეკვატურობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. „სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)