|
2021-06-23 15:22:16, 575 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული საბავშვო ბაღი, სხვა ახალ ბაგა-ბაღებთან ერთად, მაღალი სტანდარტებით მშენებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია. „თქვენ თვითონ ნახეთ დღეს ის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. ეს სტანდარტები გათვალისწინებულია ყველა ბაღის მშენებლობის დროს. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ იმ 18 ახალი ბაგა-ბაღიდან, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ყველგან ანალოგიური მიდგომა იყო. იგივე ხარისხის სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალშიც მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ამ კონკრეტულ უბანში კიდევ ორი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარეობს, 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. ბაღში დასაქმებულია 60 ადამიანი. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ ადილობრივ და საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისათვის. საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)