|
2021-06-22 15:09:04, 947 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - მზად ვართ, შევხვდეთ ღამის კლუბების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილოთ ინდუსტრიის დახმარების საკითხი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდეს და მათთან ერთად განიხილოს ამ ინდუსტრიის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად მზად ვართ, მათ შევხვდეთ და განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ კლუბებისგან ეს ინიციატივა წამოვა, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს ისევე, როგორც მთელი ეს პერიოდი ჩვენ ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მიმართებაში ვნახულობდით გამოსავალს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება, მათ შორის, ღამის კლუბებზე. „სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლებები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ, თუ დახმარების რა შესაძლებლობები არის, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია დაზარალდა კოვიდისგან, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)