|
2021-06-22 14:21:27, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჭიჭე ვაშაძეს გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს
ეს ჭიჭე ვაშაძე გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსების შესყიდვას ეხებოდა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ვაშაძემ არის ის ტიპი, რომელიც 2012 წელს იუსტიციის სახლებში პირადობას აყალბებდა და ახლა სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. „ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს და მეტი არაფერი. გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო და კადრები არის. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და ისევ სიცრუე. „მარშუტკები“ რაც იყო ყვითელი ფერის გამოუსადეგარი ყველანაირად მოძველებული ტრანსპორტი, რომელიც გარემოს აბინძურებდა ვთქვით, რომ ეს უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ არ გვაქვს ამის ჩანაცვლების ფინანსური საშუალებაო. ირაკლი ხმალაძე, ვიცე-მერი ძალიან ჭკვიანი მენეჯერია. სქემა შექმნეს, რომ თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე 36 მილიონად იყიდეს 300 ცალი ლურჯი მიკროავტობუსი, ისე რომ საფასური არ გაზრდილიყო და შემდეგ მიაქირავეს ამ აღნიშნულ კომპანიას. კიდევ დამატებით ხდება 300-ის შესყიდვა და კიდევ 400-ს შეისყიდიან, ანუ თბილისში 1000 სამარშრუტო ტაქსი ივლის, რომელიც თანამედროვე და ჩვენს რეალობაზე მორგებული იქნება. ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური არ გაზრდილიყო, კომბინირებული სისტემა შეიმუშავეს. თუ 1 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებთ, მარშრუტში პოზიტივებს მიიღებთ. აი ამ საკითხზეა საუბარი და ვაშაძემ თავისი სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. აი ამ კაცმა 2012 წელს იუსტიციის სახლებში პირადობები, რომ გააყალბა და შემდეგ ბიძამისს, ჩხარტიშვილს ატალახებული, რომ ჰქონდა კარები არიქა არ დაიჭიროთო. აი ეს ტიპია ეს. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როცა უსამართლოდ შეეხებით ადამიანებს ცხვირ-პირში მიიღებთ სიმართლეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)