|
2021-06-22 13:16:44, 393 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი
ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი, გერმანია არის კლასიკა ამ სფეროში და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია აქვს პრაქტიკულად სოციალური პოლიტიკის, სოციალური კოდექსის სახით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გაბუნიას თოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ მინისტრის და მისი იდეა გაახმოვანა, რასაც პარლამენტი უაპელაციოდ დაეთანხმა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების პროექტი სოციალური მიმართულებით. „სოციალური კოდექსის შემმუშავებელი ჯგუფი პრაქტიკულად უკვე არსებობს, ჩვენი პარტნიორები, დღეს იყვნენ იქ ამ წარმატებული ქვეყნების წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი შესაბამისი ფონდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები და ის ექსპერტები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაში მთავარ გამოწვევებზე ოკუპაციის გარდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა და კოვიდი. მთავარი ოთხიდან სამი ძირითადი პრობლემა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწილ მიდგომას. ჩვენ აქამდე ფრაგმენტულად გვქონდა 200 ლარიანი დახმარებები, ახლა პრემიერის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ეს წრეც გაფართოვდა, 200 000-ზე მეტ ბავშვს ეხება, ნაცვლად 50 ლარისა ელემენტარული კვების ფული, რომ ქონდეთ ყველაზე გაჭირვებულ ბავშვებს 100 ლარი მიეცემათ. სოციალური კოდექსია ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს. ამ იდეის გახმოვანება დღეს იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ წარმატებული პროექტი გვაქვს - საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ეს საკმარისი რომ არ არის და მეტი დინამიკა გვჭირდება, ამისათვისაა სისტემური მიდგომა, კონსტიტუცია, სწორი სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)