|
2021-06-21 17:47:17, 856 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და იმედია, სხვა კომპანიებიც დაუჭერენ მხარს კალათბურთს და ზოგადად, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და მომავალი თაობის სპორტში აქტიურად ჩართვაზე ორიენტირებული პროექტია. მადლობა თიბისის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი დაწყებული ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდროდ და აქტიურად გაგრძელდება." ჯუნიორ NBA-ს ლიგის გულშემატკივარი და მეგობარია თიბისი. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი: „თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კალათბურთის ფედერაციასთან მეგობრობით საშუალება გვეძლევა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში სპორტის, გუნდურობის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციაში." ჯუნიორ NBA-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა" და „ბ" ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს NBA-ს სათამაშო ფორმები და ბურთები გადაეცემა. „ა" ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, „ბ" ლიგის თამაშებს კი მთლიანად დედაქალაქი უმასპინძლებს. საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი - ჯუნიორ NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული. 2021 წლის სეზონის ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა 20 ივნისს, 12:00 საათიდან, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ NBA-ში მონაწილე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჯუნიორ NBA-ს გუნდების მონაწილეობით, 3x3-ზე საკალათბურთო ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)