|
2021-06-21 17:45:22, 528 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, მზიურის პარკში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წიგნები - გაეჩუქებინათ, გაეყიდათ, ან გაეცვალათ ძველი და აღმოეჩინათ ახალი. ფლიმარკეტის თემა წიგნები და მუსიკა იყო, შესაბამისად, წიგნების გარდა მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ან გადაეცვალათ ვინილის ფირფიტებიც. განწყობის შესაქმნელად კი მცირე სცენაზე, სტუმრებს რამდენიმე მუსიკის მოყვარულმა საკუთარი ვინილის კოლექციიდან რჩეული კომპოზიციები გაუზიარა. გარდა ამისა, მისულ სტუმრებს ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ ზონებში განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ. „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოვებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. „მიხარია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი სახალხო და მასშტაბური ღონისძიება, წიგნის ფლიმარკეტი, ასე წარმატებულად ჩატარდა. უამრავმა ადამიანმა მოახერხა არა მხოლოდ წიგნების გაყიდვა და გაცვლა, არამედ ერთმანეთის გაცნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მომდევნო თვეებში, კიდევ სამ ფლიმარკეტს ვგეგმავთ განსხვავებული თემებითა და უამრავი სიურპრიზით“, - ამბობს „თბილისი -წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)