10:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 18:08:19, 1690 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2.55 მილიარდზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2.55 მილიარდზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ყოველდღიურად საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ამ ეტაპისთვის, 966 მილიონი ადამიანი აიცრა, მას კი, აშშ მოსდევს, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 316 მილიონზე მეტია.

ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 56.9% მილიონი ადამიანია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics