|
2021-06-18 15:11:57, 1014 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება ჟურნალისტების ან მედიასაშუალების პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს
ჟურნალისტების, ან მედიასაშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ტვ პირველში“ გასულ აუდიო ჩანაწერზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. მისივე განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით. „აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)