|
2021-06-17 18:35:25, 1175 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და „იმედი“ 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და „იმედი“ 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი" და „ტელეიმედი" გადაცემებში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი დაეკისრათ. საქმე ეხება „მთავარი არხის" ეთერში 2021 წლის 26 აპრილს 07:56 საათზე გასულ გადაცემას „შენი დილა", სადაც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის" შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4 წუთნახევრიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. რაც შეეხება „ტელეიმედს", 2021 წლის 18 მაისს 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე" „ლილო მოლის" შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. რეპორტაჟი ეხებოდა ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას, რომელიც მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის" უპირატესობებზე. აღნიშნულ გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხს" 2021 წლის 4 თებერვალს, ხოლო „ტელეიმედს" 2021 წლის 28 იანვარს წერილობითი გაფრთხილება მიღებული აქვთ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები 2500-2500 ლარით დააჯარიმა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)