|
2021-06-17 17:19:24, 1183 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „თბილისი" და „თბილისი 2" სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. 2 კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ და ტვირთი დათვალიერებას დაექვემდებარა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობამ საერთო ჯამში - 68 886,54 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 384 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე გადამხდელის მიმართ (დეკლარირებულ საქონელს შორის შეუსაბამობა - 57 502,54 ლარის ოდენობით დაფიქსირდა), საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)