|
2021-06-17 16:17:15, 1509 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, თბილისში, დ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნაცნობ მ.თ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მჭრელი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება. დ.მ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, რადგან დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დ.მ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით, დ.მ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ს განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურტურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)