|
2021-06-17 12:19:08, 1789 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორს, გენერალ ებერჰარდ ცორნს შეხვდა. ქართველ და გერმანელ კოლეგებს შორის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ყურადღება ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულებასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესზე გაამახვილეს და ამ კუთხით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)