|
2021-06-17 12:14:40, 598 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: RMG-ის მიერ გარემოზე ზიანის შემცირების მიზნით გაწეული საქმიანობის მონიტორინგს სამინისტრო მუდმივად ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის („საყდრისის კომიტეტი", „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმა") წევრებთან ერთად, კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Cooper-ისა და RMG Gold-ის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო. მინისტრი მიწისქვეშა მაღაროშიც იმყოფებოდა. მაღარო კომპანიის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული ახალი სამთამადნო პროექტია. სამი წლის წინ, კომპანიას, სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა, რომელთა შესასრულებლად 30 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. ,,გარემოზე ზიანის შემცირების მიზნით, კომპანიასთან ერთად, კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა განისაზღვრა, რომლის მონიტორინგსაც სამინისტრო მუდმივად ახორციელებს. პირადად მე და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ხშირად ვართ კაზრეთში და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე ვეცნობით. გარკვეული პროგრესი ნამდვილად სახეზეა. მაგალითად, მდინარეების დაბინძურების აღმოფხვრის საკითხი - დღეს ფოლადაური და მაშავერა ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე წლების წინ იყო. ასევე, მნიშვნელოვანია რეკულტივაციის სამუშაოები, მიმდინარეობს სანაყაროების აღდგენა; თუმცა, ეკოსისტემის გაუმჯობესება ამ მიმართულებით საკმაოდ რთულ სამუშაოს უკავშირდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ, სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად და მასშტაბურად მოხდეს რეკულტივაცია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისთვის მიმდინარე სამუშაოებს სამოქალაქო სექტორიც უწევს მონიტორინგს. „ამ სამი წლის განმავლობაში, რაც საყდრისის კომიტეტის აქტიურობით მონიტორინგი ხორციელდება კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაზე, ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა. თუმცა, საბოლოო შედეგებამდე ჯერ კიდევ არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი. გარკვეული ნაბიჯები კვლავ იდგმება და ჩვენ კომპანიის მონიტორინგს მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ. როგორც კომპანიის RMG აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ განაცხადა, სამინისტროს მიერ დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში, კრიტიკულ წერტილებში მოეწყო წყალშემკრები ავზები და კორექტორი, რეზერვუარებში შეგროვილი წყლები გადაიტუმბება გამწმენდ ნაგებობაში და მდ. ფოლადაურში გაწმენდილი წყალი ჩაედინება; მიმდინარეობს სარეკულტივაციო სამუშაოები და მწვანე საფარის აღდგენა.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)