08:42 - 22 Sep, 2026
|
2021-06-17 12:11:39, 753 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 103 603 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10 360,3 ლარის ოდენობით შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)