|
2021-06-15 11:20:23, 780 ნახვა
სამართალი
შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის მიმდებარედ, მოქალაქემ, წიდას უკანონოდ მოპოვების მიზნით, სამანქანო გზა გაიყვანა. დარღვეულია მიწის დაცვის კანონმდებლობის ნორმები, ტერიტორიაზე დაზიანებულია (ამოძირკვულია) ხე-მცენარეები. ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მიწის დეგრადაციის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 4867,46 ლარია, ხე-მცენარეების ამოძირკვისა და დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანი - 12178 ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)