|
2021-06-15 10:41:55, 841 ნახვა
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)