2021-06-14 11:37:44, 947 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა
იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გზავნილები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ნატო-ს დღევანდელ სამიტზე საუბრისას განაცხადა.
სალომე სამადაშსვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ სამიტში, ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიქნებით იქ წარმოდგენილი, დაფიქსირდეს კიდევ ერთხელ, საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გზავნილები ამ სამიტის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან