2021-06-14 11:11:41, 1367 ნახვა
პოლიტიკა
ჰელგა მარია შმიდი - ჩამოვედი თბილისში, მსურს ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული პირების მდგომარეობა
ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ჰელგა მარია შმიდი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის შეხვედრებს და სურს, უშუალოდ ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.
„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და მსურს, უშუალოდ ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიუად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, - წერს ჰელგა მარია შმიდი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან