2021-06-13 13:18:26, 1202 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში 14 ივნისს ოფიცილური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ჩამოვა
საქართველოში 14 ივნისს ოფიცილური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ჩამოვა.
ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება და ვიზიტის ფარგლებში მარია შმიდი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,