|
2021-06-11 21:18:03, 888 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებისთვის FBI-ს ტრენერები სწავლების კური ჩაუტარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის FBI-ს ტრენერები სწავლების კური ჩაუტარეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მიერ ორგანიზებული 5-დღიანი გადამზადების კურსი დასრულდა. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა. სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რაიან ჰარკერ ჰარისი, ნარკოტიკების ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. სწავლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრენერები უძღვებოდნენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართველ სამართალდამცველებს საცეცხლე მომზადების, ჩხრეკისა და შეღწევის თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკური მედიცინისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ტრენინგის მიზანი იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარება“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)