|
2021-06-11 12:33:13, 1244 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - არჩევნებში უნდა ვაჩვენოთ, რომ სტაბილურობა გაღრმავდება, რაც მთავარი იარაღია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნავს, საქართველოსთვის 2021 არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი, რომელშიც გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი საქართველოსთვის. მისივე თქმით, საქართველოში ოქტომბერში გაიმართება არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანაში გაღრმავდება სტაბილურობა, რაც მთავარი იარაღია, რომ საქართველო დაახლოვდეს და ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირში. „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში და ამ პირველი ვიზიტის ფარგლებშივე მოვაწერეთ ხელი ამ ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, რამეთუ ეს წელი არის ძალიან გადამწყვეტი. გადამწყვეტია იმ მხრივ, რომ საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია, როცა ჩვენ დაძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი და ამ დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ ევროკავშირმა. ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. ამ რეგიონში სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშანი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და არის ჩვენი მთავარი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოვდით და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)