|
2021-06-09 23:08:57, 990 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ექნება შეუზღუდავი მანდატი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში, - ამ და სხვა თემებზე იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, დაიგეგმება ერთობლივი ტრენინგები ორი უწყების წარმომადგენლებისათვის, სადაც მხარეები ინფორმაციას გაცვლიან პერსონალური მონაცემების და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთობლივი აქტივობები განხორციელდება, აგრეთვე, პირადი ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)