2021-06-02 17:03:50, 574 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა, იცხააკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იცხააკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
მოხარული ვარ, გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას. ქართველი ხალხის, ისრაელის ერთ-ერთი უძველესი მეგობრის სახელით. თქვენ და თქვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. დაე, კიდევ უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის. - წერს სალომე ზურაბიშვილი თავის ტვიტერის გვერდზე.
ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მის კანდიდატურას 120-წევრიანი ქნესეთის 87-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ჰერცოგი იქნება ისრაელის მე-11 პრეზიდენტი. ის აღნიშნულ თანამდებობაზე რუვენ რივლინს შეცვლის, რომლის პრეზიდენტობის ვადა 9 ივლისს იწურება.
იცხაკ ჰერცოგის მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,