|
2021-06-02 14:42:47, 641 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე ივანიშვილს
20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, აეროპორტში მასზე თავდასხმა განხორციელდა. „ძიუდოისტის ცემის ამბავი თავისთავად აბსურდია, იმ კაცს, რომ შეხედავ ხელები და ფეხები ერთი ზომის აქვს, რანაირად უნდა ცემო არვიცი,მაგრამ როგორც ჩანს საცემი ნამდვილად არის, ამხელა უბედურებაზე რომ წავა ხელისუფლებასთან. ეს საქმე იყო დავალებული პირადად ივანიშვილისგან, მე არ მიყვარს ხოლმე გაბუქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილის ორგანიზებულია. იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა 20 ივნისის გაგრძელებას, როდესაც გახარიამ უარი თქვა, თუ ათქმევინეს მოლაპარაკებაზე, სადაც მე, მელია და სხვები უნდა შევსულიყავით, შემდეგ კი ცეცხლი დაგვიშინეს. ამის მერე, მე საჯაროდ ყველა ეთერში ვაგინე დედა ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა და დამოკიდებულება მისი მისამართით. ჩვენ ვიცით ასეთ საქციელზე როგორ რეაგირებს მისი ოჯახი, ვნახეთ ჩანაწერები, ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ. ამის შედეგი იყო სწორედ ზონდერების მხრიდან აეროპორტში თავდასხმა“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)