|
2021-05-24 14:07:04, 576 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას მოითხოვენ
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ. ხელმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. „2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ ძალებს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (როგორც მოსამართლე ასევე არამოსამართლე) წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფომირების მიზნით. აღნიშნული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია. საბჭოს დაკომპლექტებისკენ გადადგმული ნაბიჯები, და/ან ამ ნაბიჯების მხარდამჭერი პოზიცია (თუნდაც გამართლებული ფორმალური სამართლებრივი საფუძვლებით), მანამ სანამ პარლამენტს არც კი დაუწყია მსჯელობა რეფორმის ამ ნაწილზე, ჩვენი მხრიდან შეფასებულია როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულების არშესრულების მცდელობა. სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია. აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რაზეც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც. საქართველოს მოქალაქეებს არაერთი წარუმატებელი სასამართლო რეფორმა ახსოვთ, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ვერც რეფორმის პროცესმა და ვერც შედეგმა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ვერ შექმნა ნდობა. საზოგადოების ნდობა კი კრიტიკულად აუცილებელია - მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ა.წ. 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. ახალი მოსამართლე წევრები არჩეულ უნდა იქნან ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს. ასევე, რეფორმა უნდა უსწრებდეს წინ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც. ჩვენის მხრივ, ვიღებთ ვალდებულებას, პარლამენტმა პრიორიტეტულად გამოყოს კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი და გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და მიღება, რათა ინსტიტუციების მუშაობა არ შეფერხდეს; ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სხვა საკითხების რეფორმირება განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, როგორც ეს შეთანხმებაშია მითითებული“, - აღნიშნულია განცხადებაში. ღია წერილს ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტები: საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი" ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია" დავით ბაქრაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ზურა ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება".
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)