2021-05-24 02:39:27, 576 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ბელარუსის მოვლენებს ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის ხსენების გარეშე ეხმაურება.
"მივესალმებით Raynair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მის თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში. გვიხარია ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია". – წერს სამინისტრო Twitter-ზე.
ბელორუსის ოპოზიციური ტელეარხის Nexta- ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი მინსკის აეროპორტში დააკავეს. ჟურნალისტი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა. Ryanair- ის რეისი მინსკში მას შემდეგ დაეშვა "მაინინგის" შესახებ შეტყობინების მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,